მომსახურება · 02
ბინადრობის ნებართვა სრული თანხლებით
თქვენ აგროვებთ პირად დოკუმენტებს — ბინადრობის ნებართვის განცხადებაზე დანარჩენ ყველაფერს მე ვაკეთებ.
ვისთვისაა ეს მომსახურება
გჭირდებათ ბინადრობის ნებართვა და გინდათ, რომ განცხადება პირველივე ჯერზე გავიდეს — დოკუმენტის ფორმის, თარგმანის ან არასწორად მითითებული საფუძვლის გამო დაბრუნების გარეშე.
ან უკვე თავად წარადგინეთ, უარი მიიღეთ და ვერ გაარკვიეთ, კონკრეტულად რა უნდა გამოასწოროთ.
რა შედის მომსახურებაში
- საჭირო დოკუმენტების შემოწმება
- განცხადების მომზადება
- დოკუმენტების თარგმანისა და ნოტარიული დამოწმების ორგანიზება
- სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია
- განცხადების წარდგენის პროცესის თანხლება
- განცხადების განხილვის პროცესის კონტროლი
- დახმარება დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნის შემთხვევაში
ხშირად დასმული კითხვები
ხშირად დასმული კითხვები
რომელი საფუძველი გამომადგება ბინადრობის ნებართვისთვის?
საფუძველი რამდენიმეა — სამუშაო, სწავლა, ბიზნესი, ოჯახი, უძრავი ქონება და სხვა. რომელი გამოგადგებათ, დამოკიდებულია მოქალაქეობაზე, შემოსავალზე, ოჯახურ მდგომარეობასა და გეგმებზე. სწორედ ეს არის პირველი გასარკვევი.
რა ვქნა, თუ დამატებითი დოკუმენტები მოითხოვეს?
ეს პროცედურის ნორმალური ნაწილია. მოთხოვნას ვიღებ, გიხსნით, კონკრეტულად რა არის საჭირო, გეხმარებით სწრაფად შეგროვებასა და დაგზავნაში — რომ ვადა არ დაიწვას.
შედის თუ არა გაგრძელება ამ მომსახურებაში?
ეს მომსახურება ერთ წარდგენას ფარავს. მოქმედების ვადებს პაკეტებში „პერსონალური მენეჯერი“ და „VIP-თანხლება“ ვაკონტროლებ, ან გაგრძელების ცალკე შეკვეთაც შეიძლება.
მომიჯნავე მომსახურება
-
ინდმეწარმე, გადასახადები, საბანკო ანგარიში, შრომითი უფლება და ბინადრობა — ერთ პროცესად
1 000 ₾
-
ყველა ადმინისტრაციული საკითხის ყოველთვიური წარმოება ყოფნის მთელ პერიოდში
600 ₾
პირველი ნაბიჯი
მომიყევით, რა სიტუაციაა
მომწერეთ ორიოდე სტრიქონი: მოქალაქეობა, რა არის საჭირო და რა ვადაში. გიპასუხებთ, რომელი საფუძველი გამოდგება, რა დაგჭირდებათ და რა ღირს.
პირველი საუბარი იმისთვისაა, რომ ამოცანა გავარკვიოთ — ის არაფერს გავალდებულებთ.
- ტელეფონი +995 557 638 067
- WhatsApp +995 557 638 067
- Telegram @nataliatsereteli
- Email natatsereteli81@gmail.com
-
სამუშაო საათები ორშ–პარ 10:00–19:00